პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

Archive for დეკემბერი 2019

პოლიტიკური რეალიზმის ანაბანა

leave a comment »

220px-Hans_Morgenthau

პოლიტიკური რეალიზმის ანაბანა, რომელიც ჯერ კიდევ ჰანს მორგენთაუს მიერ 1948 წელს გამოცემულ წიგნშია (“პოლიტიკა ქვეყნებს შორის: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის”) ჩამოყალიბებული, სადაც ერთმანეთისგან მკაფიოდაა განსხვავებული პოლიტიკური ძალაუფლება და იძულება.

ფიზიკური ძალის, იძულების გამოყენება არ ნიშნავს პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებას. მართალია, ფიზიკური იძულების მუქარა პოლიტიკის ორგანული ელემენტია, მაგრამ მისი უშუალო გამოყენება ნიშნავს პოლიტიკურ ძალაუფლებაზე უარის თქმას, სამხედრო ან ფსევდოსამხედრო ძალის სასარგებლოდ.

შესაბამისად, პოლიტიკური ძალაუფლება აქვს იმას, ვინც ლეგიტიმურად განასახიერებს, იცავს და ახორციელებს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს. სხვა ყველა შემთხვევაში, სახეზეა დელეგიტიმაციის წინაპირობები.

1991-1993 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებიდან მოყოლებული საქართველოში ნეოკომუნისტურ ნომენკლატურას (ჯერ “მოქკავშირი”, შემდეგ ამ უკანასკნელის “ნაციონალური” და “ქართული ოცნების” ვარიაციები) ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რაც არაერთხელ დამტკიცებულა მისი ქმედებებიდან გამომდინარე.