პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

პასუხად გიორგი მაისურაძეს

leave a comment »


ბესარიონ გუგუშვილი: “ქართული მედიიდან ძალზე ხშირად მესმის და ვკითხულობ ამგვარ გამოთქმებს: “ზვიად გამსახურდიას ერთგულება”, მავანმა “უერთგულა ზვიად გამსახურდიას”, ან “უღალატა ზვიად გამსახურდიას” და მისთანებს… უფლება-მოვალეობათა  ასეთი და ამგვარი მიწოდება ქართველი ხალხისათვის ანტიეროვნული ძალების ერთ-ერთი ბოროტი ხრიკია, რათა ათეულობით ათასი ადამიანის მშობლიური ერის უანგარო სამსახური და თავგანწირვა, ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერა – “ზვიადის კერპის”, “მესიის”, ზვიადის პიროვნების კულტის სამსახურად წარმოაჩინონ”….

არადა, რომ ვაკვირდები, ზუსტად ამ უკანასკნელი ფრაზის სულისკვეთებითაა დაწერილი თქვენი ეს წერილიც, ბატონო გიორგი. როგორც პუტჩის შემოქმედნი და იდეოლოგები, თქვენც კონცენტრაციას ახდენთ აწგარდაცვლილ საქართველოს პირველ და დღემდე უკანასკნელ ლეგიტიმურ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე, რათა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართულ უამრავი ხალხის (დიახ, ხალხის) როლი მიიჩრდილოს. თორემ ამგვარად ხომ გამოჩნდებოდა, რომ საქართველოში ეროვნული კლიმატი არა მხოლოდ ერთი ადამიანიდან გამომდინარეობს, არამედ ის, რომ ამას ფართო სახალხო ხასიათი ჰქონდა. მაშინ ისიც გამოჩნდება, რომ თ-უ-რ-მ-ე ეშმაკობა და ტყუილია ამ კაცისადმი დიქტატორობისა და ავტორიტარიზმის დაბრალება (მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტები).

თუმცა, არის მეორე მომენტიც: გავცნობილვარ თქვენს სხვა ნაწერ-გამოსვლებსაც და ვხედავ, რომ მთლიანად ეროვნული მოძრაობისადმი ხართ ნეგატიურად განწყობილი და თქვენი დამოკიდებულება შეძლებისამებრ მთელი ეროვნული მოძრაობის დამცრობის ცდაა ზვიად გამსახურდიას გაკრიტიკების სახით. თქვენ ხშირად საუბრობთ ილია ჭავჭავაძეზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენ არ წერთ და არ გაგაჩნიათ ილიასებური სიყვარული ქართველი ერისადმი. ილიას უსაზღვროდ უყვარდა ქართველი ერი, როცა “ბედნიერ ერს” წერდა და ასეთი საშინელი ირონიაც მხოლოდ იმისთვის იყო, რომ ქართველ ერში დაგროვებული უარყოფითი თვისებები განეკურნა, გამოეფხიზლებინა ერი და ყურადღება მიემართა მოსაშორებელისა და გამოსასწორებელისაკენ. თქვენს ნააზრევში კი უფრო ნეგატიურ დამოკიდებულებას ვგრძნობ ეროვნული მოძრაობისადმი, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა მთელი ქართველი ერის მისწრაფება, გაღვიძება, ცხოვრება. სად ერისადმი უსაზღვრო სიყვარული და სად უარყოფითი დამოკიდებულება? შედეგად, ისე გამოგდით, რომ საკრიტიკებელთან ერთად (მეც მიმაჩნია, რომ ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა საკუთარი ერის წიაღში და რომ ჯანსაღადაა მისადგომი მათდამიც) კარგსაც მიაფუჩეჩებთ ხოლმე. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში პირადად ასეთი შეგრძნება გამაჩნია და თუ ვცდები, ღმერთმა მაპატიოს.

შემთხვევით არ დამისვამს თქვენთვის სიმბოლური კითხვა სათვალის შესახებაც, რადგან თქვენ სწორედ ამ “სათვალიდან” იყურებით და ამ “სათვალიდან” აფასებთ ქართველ ერს. ჩემი რჩევაა, მოიხსნათ იგი და უშუალოდ შეხედოთ რეალობას, თორემ მართლაც, “შავი სათვალეებიდან” გამოხედვამ ის იცის, რომ შავს შავად კი დაინახავს (და უფრო გაამუქებს კიდეც), მაგრამ თეთრსაც რომ აშავებს და გააშავებს, ამის მაგალითი თქვენი კიდევ ერთი პუბლიკაციაა. მაგ “სათვალეებიდან” თქვენ არ ხედავთ ქართველ ერს, არ გრძნობთ მის გულისგულს, ქართველი ერის ნამდვილ გასაჭირს მოწყვეტილი რეალობიდან ახდენთ შეფასებებს.

არ გეგონოთ, რომ განსხვავებული აზრი ჩემთვის მიუღებელია, და ამას პირდაპირ გეუბნებით. უბრალოდ, როცა აზრთა სახესხვაობა საკუთარი მშობელი ერისადმი ნიჰილისტური, მოუზომავი და არცთუ იშვიათ შემთხვევაში შეგნებული ნეგატიური დამოკიდებულებიდან იშვება, ამას გულგრილად ვერ ვუყურებ. ღრმად მწამს, საკუთარი ერის ჭეშმარიტი სიყვარული იმ სხვა და სხვა აზრსაც კეთილად, ნაყოფიერად კრავს ერთ მტკიცე და დადებითი შედეგების მომტან ნაყოფიერ მთლიანობად-აი, ამიტომ. ქართველი ერი იყოს ეს, რუსი, ფრანგი, თუ სხვა, საკითხის არსი არ იცვლება. საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი საქართველოს…. და ჩემის ღრმა რწმენით, საკუთარი ერის ჭეშმარიტად მოსიყვარულე სხვა ერსაც ღირსეულად ეპყრობა სიტყვაზეც, საქმეზეც და ფიქრშიც.

ხარების ბრწყინვალე დღესასწაულია დღეს და ჩემი თქვენდამი, როგორც ქართველი ერის წიაღში შობილისათვის კეთილგანწყობის გამოსახატავად გისურვებთ, თქვენი სულიც გახარებულიყოს ქართველ ერთან ერთად.

პასუხად წერილზე: გიორგი მაისურაძე – “ზვიად გამსახურდიას აპოთეოზი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: