პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

ფილოსოფია და მისი პრინციპი

with 2 comments


ფილოსოფია სიბრძნის სიყვარულია. რას ნიშნავს ეს? სიბრძნისკენ სვლას, მის შეძლებისდაგვარად განხორციელებას, კეთებას, განბრძნობას, რაც სხვა არაფერია, თუ არა სი-კეთ-ე. ფილოსოფიური პრაქსისი მუდმივი ხასიათისაა და სიცოცხლის ბოლო წამამდე გრძელდება. თეორიულადაც და პრაქტიკულადაც იგი ცხოვრების წესს წარმოადგენს.

რა არის ფილოსოფიის პრინციპი? – საკუთარი თავის შეცნობა. რისთვის? უპირველესად, ჩვენს შინაგან სამყაროში ღმერთის აღმოსაჩენად და მასში დასაბინავებლად. რას იწვევს ეს? – საკუთარი პიროვნების განუწყვეტელ გაუმჯობესებას, სრულყოფას, ზნეობრივ-სულიერ სიმეტრიულობასა და ამაღლებას. ამგვარად, ვეუფლებით რა ჩვენს შინაგან სამყაროს, ვთავისუფლდებით. თავის-უფლება უბრალოდ საკუთარი თავის მართვას კი არ გულისხმობს, არამედ ხელმწიფებას, რაიც კეთილი შედეგების მომტანი ძალაუფლებისა და მმართველობის ყველაზე ამაღლებული სახეა.

ვინ არიან ადამიანები, ვინც ზემოთქმულს აღწევენ და ახორციელებენ? –  სულით პოეტები, რადგან ისინი სიკეთესა და მშვენიერებას შემოქმედებენ როგორც საკუთარ თავში, ასევე-გარესამყაროში. სიბრძნის სიყვარულის მეშვეობით პირველ რიგში, საკუთარი თავის უკეთეს მართვას ვახდენთ, რაც ადამიანთაშორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობაა. ასეთ საფუძველზე დამყარებული საზოგადოება ჭეშმარიტად უკეთესია, რადგან მოზომილია სურვილებში, უკეთ გაცნობიერებული ფასეულობებსა და ღირებულებებში, მიახლოებული სიცოცხლის უმთავრეს არსს, ამაღლებული და ღირსეული ცხოვრების წესით, აღმატებული მეგობრობისა და სიყვარულის ხარისხით.

ფილოსოფიური ცხოვრების წესი მოიცავს როგორც ეთიკურ, ადამიანის შინაგან, ასევე მორალურ, ადამიანთაშორის ურთიერთობის განზომილებას. ამად, იგი თანაბრად ეხება ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ სამყაროებს და ყველაზე მეტადაა პოლიტიკური ხასიათის.

P.S. ვისთვისაც ზემოთქმული აბსტრაქციაა, ან შორეულ ჰორიზონტს წარმოადგენს, სჯობს გამოიღვიძოს და პირველი ნაბიჯი გადადგას სრულყოფისკენ სავალ უკიდეგანო გზაზე.

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ეს პოსტი უფრო მოწოდებას გავს,მაგრამ ფაქტია საშინლად დამაინტერესა:)

    გენიოსა

    December 18, 2011 at 8:13 pm

    • კერძოდ, რა მომენტებმა დაგაინტერესეს? და საშინლადოს რომ ამბობ, რატომ ასე მწარედ?🙂

      georgianeli

      December 21, 2011 at 2:11 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: