პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

ჟან-პიერ დჲუპუის პასუხი კონსტანტინე ვეკუას

with one comment

ჟან-პიერ დჲუპუი (Jean-Pierre Dupuy) – ცნობილი თანამედროვე ფრანგი მეცნიერების ფილოსოფოსი და ეპისტემოლოგი, საფრანგეთის ტექნოლოგიების აკადემიის წევრია. ასწავლის კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიაში. წარმოადგენს ეთიკური, პოლიტიკური და მეცნიერული კოლეგიუმის ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს. გამოცემული აქვს არაერთი წიგნი.

2010 წლის 18 სექტემბერს იტალიის ქალაქ მოდენაში ჩატარებულ ფილოსოფიის ფესტივალზე ჟან-პიერ დჲუპუიმ წაიკითხა ლექცია “კატასტროფები და მორალური წარმატება”.  ერთმანეთისაგან გამოკვეთა ეკოლოგიური, ფინანსური და მორალური კატასტროფები და მათი მოგვარების საკითხში უდიდესი მნიშვნელობა ზნეობას მიანიჭა. ზნეობრივი კატასტროფის მაგალითები XX საუკუნემ კაცობრიობას უხვად დაგვიგროვა. ლექციაში ხსენებული იყო აიხმანის ადვოკატის მიერ წარმოთქმული გებელსური ფრაზა, რომლის მიხედვითაც თუკი გამართლდებოდა ნაცისტი კრიმინალი, მაშინ მისი ბრალმდებელი ებრაელები ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდნენ და რომ ამ შემთხვევაში, აიხმანის მსგავსი პიროვნებები ისტორიის უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეებად იქნებოდნენ შერაცხულნი. დაახლოებით ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსან კურტის ლემეისაგან (Curtis LeMay) აღინიშნებოდა, რომ ომის წაგების შემთხვევაში დამნაშავედ იქნებოდა აღიარებული. თუმცა, მეორე მსოფლიო ომიდან ამერიკა გამოვიდა რა გამარჯვებული, დიდება სწორედ მის მოღვაწეებს ხვდათ წილად.

აქ წარმოდგენილი ვიდეო წარმოადგენს პასუხს კონსტანტინე ვეკუას მიერ დასმულ კითხვაზე, რომ 1991-1993 წლებში საქართველოში განხორციელდა სამხედრო-კრიმინალური, ანტიკონსტიტუციური და სისხლიანი გადატრიალება, რომლის ინიციატორებიცა და თაური განმხორციელებლები შეერთებული შტატებისა და რუსეთის მაშინდელი ადმინისტრაცია იყვნენ. თუმცა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ამ გარეშე ძალების მიერ მართულმა პუტჩისტებმა დღემდე ვერ შესძლეს ხალხის თვალში დიდ სახელმწიფო მოღვაწეებად ყოფილიყვნენ აღიარებულნი, რაც ქართველი ერის ჯერ კიდევ ჯანსაღ ზნეობრივ პრინციპებზე მეტყველებს. იქვე დამატებულ იქნა, რომ თანამედროვეობის პოლიტიკურ ფილოსოფიაში ჰანნა არენდტის, ჯონ როულსის, ჰანს იონასის და სხვათა სახით გაჩნდნენ მძლავრი ეთიკური მიმართულების მოაზროვნეები. მაშინ, როდესაც ძველანტიკური და ძველაღთქმისეული იდეალი ზნეობრიობამდე მომწიფდა, ხოლო დასავლური სამყაროს მორალური მსოფლმხედველობა ვერა და ვერ გასცდა ეთიკის ზღვარს (კანტი, ჰეგელი და XX საუკუნის პოლიტიკური ფილოსოფია). და ეს მაშინ, როდესაც ქრისტეს მოსვლის შემდეგ ზნეობრიობის თვალსაწიერი კიდევ უფრო წინ გადაიწია მორალზე სიყვარულისა და სულიერების უპირატესობით (არათუ მოყვასის, არამედ თვით მტრის სიყვარულის სიბრძნიდან გამომდინარე ცნობიერება). ამ პერსპექტივასთან დაკავშირებით ქართული რეალობიდან იქნა მოყვანილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნააზრევის, “დილემა კაცობრიობის წინაშე“-ს მაგალითი. საინტერესო იყო ფრანგი ფილოსოფოსის აზრი, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ.

ჟან-პიერ დჲუპუი გვპასუხობდა, რომ თავის ნააზრევში ასე ხშირად გამოყენებულ მორალური წარმატების კონცეფცია შემუშავებულ იქნა ზნეობაზე თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფილოსოფოსის, ბერნარდ უილიამსის (Bernard Williams) მიერ. ვიდეოში დჲუპუი აღნიშნავს, რომ ინგლისურ Luck და ფრანგულ chance სიტყვათა შინაარსი ლათინურ fortuna-სთან შედარებით ნაკლულნი არიან. ეს უკანასკნელი კი შუალედურია ბედისწერასა და შემთხვევას შორის. იქვე ამატებს, რომ ასევე ნაკლულია სიტყვა მორალის გამოყენებაც, რომ სულიერების მომენტი კიდევ უკეთესი დადგინებაა და რომ ეს აბსოლუტურად მართებული შენიშვნაა. თუმცა, ამავე დროს თვლის, რომ ეპისტემოლოგიურად არ განასხვავებს ერთმანეთისაგან მორალს, ეთიკასა და სულიერებას. ერთმანეთთან აახლოებს სულიერებასა და ცოდნას, რისი განმარტებისათვის მაგალითად მოჰყავს პრაქსისთან დაკავშირებით კეინესის რეპლიკა მარქსის მოწოდებისადმი: როდესაც შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ ვცვლიდეთ მსოფლიოს. დჲუპუის აზრით კი პირიქით, საჭიროა გავაცნობიეროთ ასეთი ტრანსფორმაციის არსი. მისთვის სულიერება ინტელექტუალური მოვლენაა, მაგრამ არა ვიწრო ფილოსოფიური გააზრებით, რადგან არ მიაჩნია მართებულად, როდესაც ცოდნა მხოლოდ ფილოსოფოსების სფეროთი შემოფარგლება. იგი ყველას ეხება.

თემასთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

  1. ბესარიონ გუგუშვილი: “ფული – სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ”
  2. ბესარიონ გუგუშვილი: “კატეხიზმო: “Chicken Kiev” – კიევი, 1991, ბუშის „კიევური კოტლეტი“
  3. ბესარიონ გუგუშვილი: “კატეხიზმო: ბუშის – „კაცი (ადამიანი) რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს”

Written by georgianeli

September 24, 2010 at 12:45 am

Posted in Uncategorized

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესოა და საჭირო მიმოხილვაა…

    თუმცა დასავლური, ანუ არამართლმადიდებელი მეცნიერებითვისაც კი როგორც ჩანს საკმაოდ რთულია — მაღალი ზნეობრიობის, სულიერებისა და ასკეტიზმის პრინციპების თანამედროვე საზოგადოებრიობის მიმართებაში დანახვა და განხილვა…

    და — მაინც კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევან…

    ზოგადად ეს საკითხი ქართველობისაგან ბევრად მეტი ყურადღებას და ღრმად შესწავლას იმსახურებს…

    ბესარიონი

    September 24, 2010 at 10:52 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: