პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

დამოუკიდებლობიდან თავის-უფლებისაკენ

leave a comment »

1991-1992 წლების დანაშაულებრივ და სამხედრო გადატრიალებისადმი ქართველი ერის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ჯანსაღ რეაქციას წარსულში სტერილური ჩაკირკიტება კი არა, ჩვენი უახლესი ისტორიისადმი ობიექტურ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული თავის-უფლების მიღწევა წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა ზუსტად ეს სისხლიანი აქტი საქართველოს საშინაო და საგარეო მტრების მიერ (მათ არა ოდენ ჩვენი სამშობლოს, არამედ მთლიანად კაცობრიობის მტრებად მოვიაზრებ, რადგან საკუთარი თავის მტერი ვერც სხვას უმოყვრებს).

რას ნიშნავს თავის-უფლება? ეს თითოეულ ჩვენთაგანში ქვენა გრძნობების დაურვებაა, საკუთარი თავის სულიერი და ფიზიკური განვითარებაა, განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული, გატანა და მეგობრობაა, ღირსება და ადამიანობაა. ინდივიდუალური, ზნეობრივი, შინაგანი განვითარებისა და საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე გარემოს ყოველგვარი ცვლილება სნეული,  დანაშაულებრივი ილუზია და ძალადობაა. ჩვენს სამშობლოში არსებული სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებისა და პირველ რიგში, ჩვენს შინაგან სამყაროებში მისი განუწყვეტელი გადაწონვის მცდელობის გარეშე საქართველოს გამარჯვება წარმოუდგენელია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: